ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება 2015 - ბიზნესის სკოლა

საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება 2015 - ბიზნესის სკოლა

შაბათი, 18 ივლისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ڳԹȺ-ს ისტორიაში - 10 წლის საიუბილეო გამოსაშვები ღონისძიება! 

განათლებული, ენერგიული ახალგაზრდები, მაღალკვალიფიციური კადრები და კარგი მოქალაქეები, რომლებიც დღეიდან თავიანთ გამორჩეულ წვლილს შეიტანენ ბიზნესის სექტორისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში!

2015 წლის 18 ივლისს 12 საათზე გამოსაშვები ღონისძიება ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულთათვის გაიმართა.
ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში მიღება ڳԹȺ-ს პრეზიდენტის, რ. მაიკლ ქაუგილის მიმართვით დაიწყო, რომელმაც ڳԹȺ-ელებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.

მან დამსწრეებს ფეხზე წამოდგომა სთხოვა და დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ڳԹȺ-ს გარდაცვლილ სტუდენტს, დავით ხვედელიძეს (სწორედ ამ ტრაგედიის გამო გადაიდო გამოსაშვები ღონისძიება ერთი კვირით და 11 ივლისის ნაცვლად 18 ივლისს შედგა).

ღონისძიებას ესწრებოდნენ ڳԹȺ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კურსჸმთავრ᳥ბულ᳥ბი, რომლებმაც დიპლომები რამდენიმე დღის წინ ڳԹȺ-ში გამართულ საზეიმო მიღებაზე მიიღეს. საგანგებო ღონისძიება მათთვის წინსწრებით მოეწყო, რადგან მომდევნო დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი მიხეილ ჩხენკელი გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სალექციო კურსს უძღვება.

ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულებს სიტყვით სკოლის დეკანმა, თეიმურაზ ტორონჯაძემ მიმართა, შემდეგ კი სცენაზე მოიწვია რეიტინგით საუკეთესო ڳԹȺ-ელები, რომლებსაც დიპლომებთან ერთად საგანგებო სიგელები გადაეცათ. მათ ڳԹȺ-ში გატარებული წლები, მიღებული ცოდნა და გამოცდილება, ძვირფასი ურთიერთობები და მეგობრობა ემოციური გამოსვლით შეაჯამეს.

დიპლომების გადაცემის შემდეგ ڳԹȺ-ს პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა ڳԹȺ-ს ტრადიციის შესრულებისკენ და კურსდამთავრებულთათვის გაკეთდა საპატიო კორიდორი, რომელშიც ڳԹȺ-ელებმა საზეიმო გამოსაშვები მარშის ფონზე გაიარეს. 


საზეიმო და ამაღლებული განწყობის ფონზე ڳԹȺ-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და მონაწილეობა მიიღეს ორიგინალურ აქციაში „ჩვენ ვართ ڳԹȺ!'' - ვიდეო პერფორმანსის გადაღება ზედხედით, დრონის მეშვეობით, მიმდინარეობდა (ამ კადრებს მალე ვიდეორგოლში იხილავთ).

ڳԹȺ-ს ბრენდირებული ტორტის საზეიმოდ გაჭრის შემდეგ მოულოდნელი და განსაკუთრებით სასიხარულო რამ მოხდა - ڳԹȺ-ს კურსდამთავრებულს, მარიამ ლაჭყეპიანს, პირდაპირ ღონისძიებაზე სთხოვა ხელი ڳԹȺ-ს წინა წლის კურსდამთავრებულმა, დიმიტრი კვირკველიამ. ბედნიერ წყვილს ڳԹȺ-სგან ექსპრომტად საჩუქრები გადაეცა. ღონისძიება საპატარძლო თაიგულის სროლით დასრულდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა