ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

პროფესორ პეტრ ოცელიკის ვიზიტი ڳԹȺ-ში

პროფესორ პეტრ ოცელიკის ვიზიტი ڳԹȺ-ში

შაბათი, 06 მაისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

2-6 მაისს (2017), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (ڳԹȺ) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის მოწვევით ڳԹȺ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტის პროფესორი, პეტრ ოცელიკი.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოცელიკი შეხვდა სკოლის დეკანს და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ზაზა რუხაძეს, შეხევედრაზე განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ოცელიკმა წაიკითხა საჯარო მოხსენება ڳԹȺ-ს სტუდენტ᳥ბისთვის, თემაზე „კლიმატური ცვლილების პოლიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, რომლის ფარგლებშიც მომხსენებელმა ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში კლიმატური ცვლილების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ კონტექსტებში. ლექციაზე ასევე, განიხილეს ენერგოპოლიტიკის გამოწვევები ჩეხეთის რესპუბლიკის მაგალითზე.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა