
12 სექტემბერს (2018) ڳԹȺ-ში პირველკურსელთა ტრადიციული მიღება გაიმართა. მორთული ეზო, ڳԹȺბენდის ცოცხალი მუსიკა, პრეზიდენტის რ. მაიკლ ქაუგილის მისალმება, მხიარული განწყობა, საზეიმო ტორტი, ბრენდირებული საჩუქრები და სიურპრიზები - ეს ის დეტალებია, რომლებიც რეგისტრაციის დღესა და პირველ შთაბეჭდილებას პოზიტიურ მოგონებად აქცევს. ყველაზე მთავარი კი ახალი ڳԹȺელების მოღიმარი სახეები და მოტივირებული განწყობა იყო!
ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ველით, მადლობას ვუხდით ჩვენს სტუდენტებს, ڳԹȺ PR კლუბის წევრებს. ეს ის ڳԹȺელები არიან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ڳԹȺ-ში გამართულ ყველა ღონისძიებაზე და დიდი წვლილი შეაქვთ ڳԹȺ-ს საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებაში. მათი დამსახურებით ڳԹȺ-ში ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზდება. განსაკუთრებული მადლობა კი Ҵბ᳥ნდს, რომელიც ڳԹȺ-ს გულია! ყოველ ღონისძიებას სასიამოვნო მუსიკით აფორმებენ.
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ڳԹȺ ომბუდსმენიც. მან პირველ კურსელებს გააცნო ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, მისი როლი სტუდენტურ ცხოვრებაში და პროცედურული საკითხები.
დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერს მეტრომარტს, Metromart • მეტრომარტი რომელიც ღონისძიების სპონსორი გახლდათ. მათ დააჯილდოვეს თითოეულ ფაკულტეტზე უმაღლესი ქულებით ჩარიცხული სტუდენტები.
უკვე ڳԹȺელებო, გისურვებთ აგისრულდეთ ყველა ის სურვილი, რომელიც ჰელიუმის ბუშტებით ڳԹȺშვით ჰაერში და გახსოვდეთ, ჩვენ ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას!