ڳԹȺ

სიახლეები და ღონისძიებები

გასვლითი ლექცია ڳԹȺელებისთვის 25-26 მარტი

გასვლითი ლექცია ڳԹȺელებისთვის 25-26 მარტი

კვირა, 26 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

გრძელდება ڳԹȺ-ს გასვლითი ლექცია სემინარები ڳԹȺელებისთვის. :) ڳԹȺ-ს მესამე კურსის სტუდენტები 25-26 (2017) მარტს გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა ڳԹȺელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.

ڳԹȺელებს სადილად ڳԹȺ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ეწვია. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ ڳԹȺCHER-მა ანუ ڳԹȺელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 26 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

სისტემაში შესვლა

რ᳥გისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა