
ადამიანის უფლებათა კვირეულის პირველი დღე ڳԹȺ-ში ნარინჯისფერი იყო. 2 დეკემბერს (2015) 11.00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ڳԹȺ-ს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას ტრეფიკინგის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ.
ფონდის დირექტორმა თამუნა ბარკალაიამ და იურიდიული დეპარამენტის ხელმძღვანელმა ირმა ალადაშვილმა კანონმდებლობაზე, სტატისტიკაზე, თავშესაფრის პრინციპებსა და საინტერესო მაგალითებზე ისაუბრეს. ერთ-ერთმა ბენეფიციარმა კი აუდიტორიას პირადი ნეგატიური გამოცდილება გულწრფელად გაუზიარა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია და ქალთა ძალადობის წინაამღდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში მომზადებული კლიპის ჩვენება. სტუდენტებმა სტუმრებისგან საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები მიიღეს. ڳԹȺ-ელების მიერ დამზადებული რიბონები კი მთელი დღის განმავლობაში გადადიოდა ხელიდან ხელში და თემის აქტუალიზაციასთან ერთად სოლიდარულ განწყობას ქმნიდა.