
უკვე ორი თვეა, რაც ڳԹȺ-ში შიდა ოლიმპიადების ციკლი ფეხბურთის ტურნირით გაიხსნა, 18 დეკემბერს (2016) კი საფინალო შეხვედრა გაიმართა ორ ყველაზე ძლიერ გუნდს შორის: ,,აზრი არ აქვს'' ,,კოპალა და ბიჭები''.
გამომდინარე იქიდან, რომ ორივე გუნდი გამარჯვებისკენ ილტვოდა და მღელვარება დიდი იყო, თამაში თავიდანავე დაძაბულად წარიმართა. თამაშის მიწურულს კი საზეიმოდ დასახელდა გამარჯვებული გუნდი. ڳԹȺ-ელ ოლიმპიელებს გადაეცათ დაპირებული პრიზები და ڳԹȺ-ს შიდა თასი. დაჯილდოებას ესწრებოდა ڳԹȺ-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი.
მაშ ასე, ڳԹȺ-ს პირველი შიდა ოლიმპიადის ღირსეული გამარჯვებული გახლავთ ბიზნესის სკოლის გუნდი: „კოპალა და ბიჭები“. გუნდის კაპიტანი კი ჯემალ ბერიძე. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ფულადი პრიზი. ტურნირის ბომბარდირი კი გახდა გენო ზარია 15 გოლით.
ჩვენ ვულოცავთ გენოს და მისი გუნდის ყველა წევრს გამარჯვებას. ვიმედოვნებთ, რომ ისინი მომავალშიც ჩაერთვებიან ڳԹȺ-ს სპორტულ ღონისძიებებში და გარესაუინივერსიტეტო აქტივობებში.
სამომავლო სპორტული ტურნირების შესახებ ინმფორმაციას, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში ڳԹȺ-ს ოფიციალური Facebook და Web გვერდებიდან შეიტყობთ, ველით თქვენს ჩართულობას.