
1 მარტს (2017) ڳԹȺ-ში აბიტურიენთა საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა. ღია კარის დღე ڳԹȺბენდმა გახსნა. სტუმრებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ڳԹȺ-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მიაწოდა, ახალ საფასო პოლიტიკაზე კი ڳԹȺ-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, ნინო ტორონჯაძემ ისაუბრა. გაიმართა გათამაშება და ڳԹȺ-ს სასწავლო ვაუჩერი სამ იღბლიან აბიტურიენტს გადაეცა. შემდეგ კი სტუმრებმა დეკანების კაბინეტებში გადაინაცვლეს.
ყველა მშობელსა და აბიტურიენტს მიეცა საშუალება მისთვის საინტერსო ფაკულტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო. მათ კითხვებს უპასუხეს ბიზნესის სკოლის დეკანმა - თემურ ტორონჯაძემ, სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა - ზაზა რუხაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანმა - რუსუდან ციციშვილმა, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა - კოტე კულიჯანოვმა.
შეხვედრა დასრულდა ტურით ڳԹȺ-ში, რომელსაც ڳԹȺ-ს ელჩებმა და სტუდენტებმა უმასპინძლეს.