
ڳԹȺ-ს საზაფხულო ბანაკის ,,სახეთა თეატრის'' შესარჩევი ტური
ხუთშაბათი, 07 ივნისი, 2018
2018 წელს ڳԹȺ ინოვაციური საზაფხულო ბანაკის ორგანიზატორია! „სახეთა თეატრის“ ტრენინგში მონაწილეების შესარჩევი ტური გაიმართა ڳԹȺ-ში 5 და 7 ივნისს.
ڳԹȺ სრულად აფინანსებს საგანგებოდ შერჩეული 40 მოსწავლისა და ڳԹȺ-ს რამდენიმე წარმატებული სტუდენტის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობას და უპრეცედენტო ტრენინგში ჩართვას.
წყნეთში 3 დღის განმავლობაში ახალგაზრდები ერთმანეთის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, იმუშავებენ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ემოციური ინტელექტისა და ბევრი სხვა საჭირო თვისების აღმოჩენასა და განვითარებაზე - ეს ყველაფერი კი აუგუსტო ბოალის მეთოდოლოგიის გამოყენებით მოხდება.
დიდი მადლობა ყველას, ვინც პრეზენტაციაზე გვეწვია და შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. ამ პროექტის გაგრძელებას და სხვა საინტერესო აქტივობებს სკოლის მოსწავლეებისთვის მომავალშიც ვგეგმავთ.
„სახეთა თეატრის“ ტრენინგს ڳԹȺ-სთან ერთად ახორციელებს ჩვენი პარტნიორი კომპანია - და ტრენერი, ალექსანდრ ჩერომუხინი.